ერთი წლის წინ, ალბათ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ისეთი რამე არსებულიყო, მოზარდების ეკრანებიდან 1 საათით მოწყვეტა მაინც შესძლებოდა. თუმცა დღეს სხვაგვარი რეალობაა: თვეში ორჯერ მაინც პროექტი "ლიბერთინსი" ახერხებს, რომ ახალგაზრდები წიგნით მიიზიდოს ბიბლუსი გალერეაში.
შეგახსენებთ, ლიბერთინსის სწორედ ის პროექტია, ბესტსელერს ბესტელერზე რომ უშვებს და ამასთანავე საინტერესო აქციებსაც აწყობს. მართალია აქციაზე ყოფნის ბედნიერება მე მხოლოდ ერთხელ მხვდა წილად, მაგრამ იმედს არ ვკარგავ რომ კიდევ ერთხელ მომიწევს წვიმიან ამინდში ბიბლუსის წიგნის მაღაზიის რიგში დგომა.
წელს, ივლისში ლიბერთინსმა არაჩვეულებრივი წიგნი- "საყვარელი ძვლები" გამოსცა, რომელიც, საბედნიეროდ, მანამდე მქონდა წაკითხული, ამიტომ შევძელი რომ რომ საკუთარი მოსაზრება გამომეთქვა ამ წიგნზე, რომელიც, სხვათაშორის, ქართული გამოცემის პირველ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. *
მოკლედ, "საყვარელი ძვლები" არის თანამედროვე ამერიკელი მწერლის- ელის სიბოლდის ნაწარმოები, რომელსაც კიდევ ორი წიგნი აქვს დაწერილი ("იღბლიანი" და "ნახევარმთვარე"). "საყვარელ ძვლებზე" 2009 წელს გადაიღეს ფილმი, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში.
რაც შეეხება თავად ავტორს- ელისი 1963 წლის 6 სექტემბერს დაიბადა მედისონში. გაიზარდა ფილადელფიაში. დაამთავრა "გრეით ველის" უმაღლესი სკოლა. "იღბლიანი"-ს გამოცემის შემდეგ კი დაიწყო "საყვარელი ძვლები"-ს წერა, რომელიც 2002 წელს გამოიცა და ავტორს უამრავი პრემია თუ ჯილდო მოუტანა.
წიგნში მოქმედება 1973 წელს ხდება, როცა 14 წლის სიუზი სელმონის კლავენ!
ნაწარმოები სწორედ იმიტომაა საინტერესო, რომ ყველაფერს თავად სიუზი მოგითხრობთ, თანაც საიქიოდან.
ეს არის ძალზედ ამაღელვებელი ნაწარმოები სიცოცხლისა და სიკვდილის შესახება. ამაღელვებელი ნაწარმოები ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც სიკვდილის შემდგომა ზეციდან აკვირდება, თუ როგორ ცდილობს ჯორჯი გადაფაროს მკვლელობის კვალი, როგორ ცდილობს მამამისი- ჯეკი მკვლელობისათვის ფარდის ახდას და სხვა.
საერთო ჯამში ესაა წიგნი, რომელიც დასრულების შემდეგ დიდხანს ჩარჩება თქვენს გონებაში, თქვენ კი არასდროს დარჩებით მარტო- სიუზი სელმონი ზეციდან დაგყურებთ, თუ როგორ კითხულობს მის ამბავს.
No comments:
Post a Comment
კომენტარი