თანამედროვე ლიტერატურულ რუკაზე რომ თურქეთმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ამაზე არავინ დაობს უკვე. თურქი მწერლების თხრობის სტილი და თემა ძალიან ჰგავს ერთმანეთს: თითოეული მათგანი მათი დროის პრობლემებზე და თურქეთის ცხოვრებაზე წერს. აი მაგალითად ფაქირ ბაიქურთი წერდა სოფლის თემატიკაზე, სადაც ადათები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. ასეთ თემაზეა შექმნილი მისი რომანი "გველების შურისძიება".
დედამთილის მტრობა მაშინ უფრო ძლიერდება, როცა მაზჰარი ცოლს ძვირფასს, ბრილიანტის ბეჭედს უყიდის. აღშფოთებული ჰაჯერი ყველანაირად ცდილობს, რომ შვილი ცოლს დააშოროს. და ერთხელაც მისი საწადელი ხდება: თავისივე მოფიქრებული ხრიკით, ნაზანის ბეჭედი ქრება, ამაზე კი მაზჰარი დედის წაქეზებით სასტიკად სცემს და ეჩხუბება, შემდეგ კი ბარში მიდის, სადაც როსკიპი ქალი- ჟალე შეუყვარდება. მაზჰარი ცოლს შორდება, ეს უკანასკნელი კი დეიდამისს უბრუნდება, ბავშვს- ჰალდუნს კი ქმრის ოჯახს უტოვებს. დეიდამისიც იფარებს იმის იმედით, რომ დისშვილი ბეჭედს გაყიდის და ფული მას დარჩება. ნაზანი მეგობრების წრე აშკარად არაა კარგი. იგი მალევე ხვდება ციხეში დაბრალებული დანაშაულით- ყალბი ფულის ჭრით. აქ იგი ბოშა ქალს შეხვდება, რომელიც ყველანაირად გააფუჭებს მას.
აი ორჰან ქემალი კი ათათურქის დროინდელ თურქეთში გამეფებულ უსამართლობაზე წერს. ამაზეა მისი ყველაზე ცნობილი რომანი- "უცხო ქალი".
ნაზანი ახალგაზრდა, ობოლი გოგონაა, რომელსაც სტუდენტი მაზჰარი შეიყვარებს. მოულოდნელად კი ნაზანი დაორსულდება. ამ ამბავს გაიგებს დეიდამისი- ალიე ანა, რომელიც დისშვილს სახლიდან გააგდებს. მაზჰარი ცოლად მოიყვან მას, თუმცა მის დედას- ჰაჯერ ხანუმს სრულიად არ მოსწონს რძალი. ჰაჯერი- ეს ერთი ამპარტავანი და კეკლუცი დედაბერია, რომელსაც რამოდენიმე ქმარი ჰყავს გამოცვლილი, ბოლოსგან კი მაზჰარი ჰყავს.

ბოლოს ნაზანი გამოდის ციხიდან: მოწევაზე დამოკიდებულ ქუჩის ქალად. ამასობაში მაზჰარი ავტოკატასტროფაში დაიღუპება, ჟალე კი კარგად აღზრდის ჰალდუნს, შემდეგ კი მაზჰარის მეგობარს აბარებს. მაზჰარის მეგობარი და მისი ცოლი კი გულკეთილები და უშვილოები არიან. თუმცა მალე შვილი გაუჩნდებათ- ნერმინი.
მაზჰარის მეგობრის წყალობით ექიმი ხდება ჰალდუნი, შემდეგ კი ნერმინი უყვარდება.
ერთხელაც თავისი სამუშაო ადგილის წინ ჰალდუნი დედამისს ნახავს, თუმცა ვერ ცნობს- იგი მათხოვარია. შვილი დედას უხეშად მოექცევა. ამას ყველაფერს იგებს ნაზანის ძველი მეგობარი და აპირებს რომ ყველაფერი ჰალდუნს უთხრას, თუმცა ნაზანი არ აცლის მას- კლავს.
გამწარებული ნაზანი ვეღარ ისვენებს და კლდიდან ხტება.
ზღვაში პოვნის შემდეგ ჰალდუნი ბეჭედს ნახავს და ცრემლმორეული ნანობს თავის საქციელს.
აი ასე შეეძლო მაშინდელ თურქეთში ერთ უბრალო ამბავს ადამიანის ბედის გაუკუღმართება და დანგრევა. ასე გახდა ნაზანი მსხვერპლი.
No comments:
Post a Comment
კომენტარი