ვამპირული ლიტერატურა ძალიან იშვიათია ქართულ ენაზე. კარგი ვამპირული ლიტერატურა კი- უფრო იშვიათი. ქართულმა გამომცემლობებმა "ბინდის" შემდეგ ფენტეზის, კონკრეტულად კი ვამპირული ჟანრის გულშემატკივრები ძალიან დაივიწყეს. 2014 წელს კი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ვამპირომანებს კიდევ ერთი სიურპრიზი გაუკეთა და "ვამპირული ომები" გამოსცა ქართულ ენაზე.
ჯერ კიდევ 2014 წლის ზაფხულში გავიგე, რომ საგის პირველი წიგნი ქართულად უნდა გამოსულიყო და მოსვენება დავკარგე. იმ წლის ჰელოუინზე "პირველმა ნადირობამაც" იხილა დღის სინათლე და წიგნის მაღაზიების ვიტრინებზე ამაყად გამოჩნდა.
ავტორს უკვე ორჯერ შევხვდი და არ შემიძლია აღვნიშნო, როგორი მეგობრული, თბილი და დადებითი ადამიანია ქეითი. ის მის გვერდზე ხშირად აცხადებს კონკურსებს, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული (ფილმის კონკურსისა) გავხდი და ვამპირული ომების ხელმოწერილი წიგნი და მაისური მოვიგე.
"ვამპირული ომები" (ორიგინალი სახელწოდებაა სისხლიანი წინასწარმეტყველება: Blood Omen) ხუთი წიგნისგან (მეხუთე წიგნი წერის პროცესშია) შემდგარი საგაა, რომლის ორი წიგნი უკვე გადმოქართულებულია. 2014 წელს გამოიცა საგის პირველი ნაწილი- "პირველი ნადირობა", რომელსაც მომდევნო, 2015 წელს მოჰყვა "მეორე სიცოცხლე."
წიგნი გამორჩეულია არა მხოლოდ საინტერესო სიუჟეტით და არაჩვეულებრივი პერსონაჟებით, არამედ ყდითაც. წიგნის ყდა, რომელზეც ღამურის დაჭერილი გველია გამოსახული, მკითხველს თავისთავად იზიდავს. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.

წიგნი მოგვითხრობს 17 წლის ძალიან საინტერესო გოგონაზე, დეა დემარკოზე, რომელიც გამოირჩევა უცნაური უნარით: შეუძლია ვამპირები იცნოს.
წიგნის სიუჟეტი გოგონადან ძალიან მალე გადადის "გრძნეულთა საძმოზე", რომელიც მას იტაცებს, რათა დაიცვას სექტის მაგვარი დაჯგუფება "აპოფაისაგან"
წიგნი იმდენადაა გაჟღინთული საინტერესო სიუჟეტით, რომ როცა მას აიღებთ, ძნელია კვლავ დახურო ის და სხვა საქმე გააკეთო. აუცილებლად ჩაგრჩებათ გონებაში ბოლოს სადაც გაჩერდით და ვერაფრით დაუდებთ გულს სხვა საქმეს. ასე რომ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ვისაც გამოცდებისთვის მომზადება გინდათ, არ გირჩევთ წიგნის კითხვის დაწყებას. მეეჭვება, მომზადება შეძლოთ.
როგორც უკვე ვთქვი, უკვე გამოცემულია მეორე წიგნიც: "მეორე სიცოცხლე". თუმცა ამის შემდეგ... სულაკაურმა დაგვაღალატა წიგნის ფანებიც და ავტორიც. მან განაცხადა რომ აღარ გააგრძელებდა საგის წიგნების ბეჭდვას, თუმცა მებრძოლი ავტორი არ დანებდა და გადაწყვიტა, რომ თავადვე დაებეჭდა საგის მესამე წიგნი- "აღსრულება".
წიგნზე არანაკლებ საინტერესოა თავად ავტორი- ქეითი რუთ დეივის, რომელიც ბრიტანეთში დაიბადა 1981 წელს. 12 წლის განმავლობაში ის მოგზაურობდა და ასწავლიდა ესპანეთში, ახალ ზელანდიასა და საქართველოში ! ! !
დიახ, ამ შესანიშნავი ვამპირული საგის ავტორი საქართველოში ცხოვრობს ქართველ მეუღლესთან ერთად, ჰყავს ორი გოგონა და ერთი ბიჭი.
ქეითი ხშირად იხსენებს თავის წარსულს. ის სკოლაში სწავლით გამოირჩეოდა, სკოლის შემდეგ კი კოლეჯში გადავიდა. სწორედ ამ ხანებში ის კითხულობდა და ეცნობოდა ვამპირული ჟანრის ნაწარმოებებხც, როგორებიცაა ლ. ჯ. სმითის "ვამპირის დღიურები" და ენ რაისის "ვამპირის ქრონიკები", თუმცა მას არ უფიქრია წიგნი დაეწერა, 14 წლისა თუ ცდილობდა მოთხრობის დაწერას. კოლეჯში სცადა ფილმის გადაღებაც. წიგნის იდეა მხოლოდ კი მაშინ გაუჩნდა, როდესაც სიზმარში ნახა, თუ როგორ იჯდა მისი საძინებლის ფანჯრის რაფაზე ვამპირი.
მაშინათვე დაიწყო წიგნის წერა და წიგნს "კბენისთვის დაბადებული" დაარქვა. ექვს თვეში კომპიუტერზე წიგნის ტექსტი მზად ჰქონდა. შემდგომში კი ის ორ წიგნად გაყო, შეურჩია სათაურები და თავადვე შექმნა არაჩვეულებრივი ყდები.
მწერალი წერისას თითქმის ყოველთვის უსმენს მუსიკას: რომანტიულს, ჰივის ელექტრონულს... ის სახლში, თავის სავარძელში მოკალათებული წერს, ზოგჯერ ექვს საათს, ზოგჯერ კი 10 წუთსაც არა.
მწერლის საყვარელი საჭმელი ქათმის ბურგერი და ჩიფსია. უყვარს ტკბილი, თეთრი ღვინო, არაყი და კოკა -კოლა.
მწერალი ამჟამად წერს მეხუთე წიგნს. საგა მთლიანობაში შედგება ხუთი წიგნისგან: პირველი ნადირობა (ორიგინალი სახელწოდება: The Vampire Wars), მეორე სიცოცხლე (ორიგინალი სახელწოდება: Drawn to darkness), აღსრულება (Fulfilment), სიკვდილის მიღმა (Beyond the death) და ბალანსი (The Balance). საინტერესოა, რომ მწერალს ამ უკანასკნელში გარდა ვამპირებისა შემოჰყავს დემონებიც. ასევე გვხვდება ქართველი პერსონაჟიც.

მოკლედ, წაიკითხეთ წიგნი და გაერთეთ. დარწმუნებული ვარ, ისიამოვნებთ!
P.S. ვისაც გსურთ, თვალი ადევნეთ საგის ფეისბუქ გვერდს, ასევე შეგიძლიათ იკითხოთ ავტორის პირადი ბლოგი, სადაც ის ძალიან ბევრს წერს წერაზე, ვამპირებზე და წიგნებზე.
მწერალი დამწყებ მწერლებს აძლევს რჩევას:
ისიამოვნეთ შექმნის პროცესით. გიყვარდეთ თითეოული წამი. მოიძიეთ ფაქტები (როგორც მე ვეძებდი ეგვიპტურ ღმერთებზე, ანატომიაზე და ა.შ.), არ ინტერვიულოთ, როდესაც რაიმე არ გამოგივათ. სცადეთ და გჯეროდეთ. გჯეროდეთ საკუთარ თავსა, გმირებში და არასდროს გაჩერდეთ!
APHOPIS ARE COMING!