გიორგი მქვია და ბლოგერი ვარ. ვიცი რომ ბლოგერი ვარ,
რადგან ეს-ეს არის ახალი პოსტის წერა დავიწყე.
თუ ამ სიტყვების მნიშვნელობას ჯერ ვერ მიმხვდარხართ,
ესე იგი, ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ ახალგაზრდა ბრიტანელი მწერლის- ჰოლი სმეილის ბესტსელერი-
გიკი გოგო.
ლიბერთინსი რომ ის პროექტია, რომელმაც ახალგაზრდობა
ეკრანებს მოწყვიტა და წიგნებთან მიაბრუნა, ამაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი. მათი
წყალობით უკვე 10-ზე მეტი წიგნი ითარგმნა და გამოიცა.
გიკი გოგო 2015 წლის მარტში გამოვიდა ქართულად. აქცია
ერთდროულად ორ ქალაქში ჩატარდა- თბილისსა და ქუთაისში, ორივე ქალაქში წვიმიანი ამინდის
მიუხედავად ბიბლუსთან ასზე მეტი ადამიანი უცდიდა, თუ როდის შევიდოდა ბიბლუსში და იყიდდა
ახალ წიგნს.
მოლოდინი არავის გაცრუებია- ეს წიგნი პოზიტივით აგავსებთ,
რომელიც დიდხანს გაგყვებათ. ამასთანევე ძალიან ბევრ რამეს გაიგებთ რეალურს 16 წლის
გოგონა- ჰარიეტისგან.
ჰარიეტ მანერსი გიკია, ჩვენებურად რომ ვთქვათ „შკოლნიკი“,
მან ბევრი რამე იცის, თუმცა მიუხედავად ამისა სკოლაში არავის მოსდის თვალში. თუმცა
ერთი შეხვედრა მის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის...
სხვა მხრივ რომ მივუდგეთ, ბულინგის შესანიშნავი მაგალითია
ამ წიგნში აღებული. ბულინგის მსხვერპლნი ხომ, ძირითადად სწორედ ჰარიეტისნაირი გიკები
ხდებიან. თუმცა ამ წიგნმა დაამტკიცა, რომ მათაც შეუძლიათ დიდ წარმატებებს მიაღწიონ.

ამჟამად გიკი გოგოს 4 წიგნია ინგლისურად გამოსული: Geek Girld, Model Mistif, Picture Perfect და All that glitters. სულ დაგეგმილია 6 წიგნის გამოშვება. აქედან ქართულად პირველი ორია თარგმნილია, რომელმაც ქართველ მკითხველში დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოკლედ, წაიკითხეთ ეს წიგნი და გახსოვდეთ- ცხოვრება სავსე მოულედნელობებით!
აუ ბლოგი როგორ უნდა გავაკეთო ? (სულელად არ მიმიჩნიოთ)
ReplyDeleteგუგლის ანგარიში უნდა გქონდეს. შემდეგ შეხვალ blogspot.com-ზე და მერე ინსტრუქციას თვითონ მოგცემს. აარჩევ ფონს, გაჯეტებს, ლოგოს და ა.შ. წარმატებები!
ReplyDelete