Thursday, 13 August 2015

ბესტსელერი- როცა ჯოჯოხეთი სასურველია

ჭეშმარიტი ჰეფი ენდი არ არსებობ
ეს უბრალოდ საჭირო ადგილას წერტილის
დასმის ხელოვნებაა.

პოსტი თანამედროვე ლიტერატურის კრიტიკოსებს ეძღვნება.

ბესტსელერი! ეს სახელი ისე ხშირად გვესმის, დიდი ხანია მის მნიშვნელობას აღარ ვკითხულობს. რა არის ბესტსელერი? შეიძლება მწერლის სიკვდილის შემდეგ გახდეს წიგნი ბესტსელერი?
როცა ბექა ადამაშვილის ეს წიგნი ხელში ავიღე დიდი მოლოდინები არ მქონდა. წიგნის უინტერესოდ ფურცვლა დავიწყე. პირველი თავი მდუმარედ ჩავამთავრე და ვცადე პიერ სონაჟის შემდგომი თავგადასავალი წარმომედგინა.
დამაინტრიგებელი სიუჟეტი, იუმორით ძლიერ გაჯერებული, მარტივი ენა და კიდევ სხვა მრავალი- ეს "ბესტსელერის" დახასიათებაა.
ბევრს რომ არ "მივედ-მოვედო" საუბარი მაქვს თანამედროვე ქართველ როგორც თვითონ უწოდებს საკუთარ თავს- ავტორზე (მწერალზე ჯერ არა)- ბექა ადამაშვილზე და მის შესანიშნავ წიგნ- "ბესტსელერზე".
წიგნი გასული წლის შემოდგომაზე გამოიცა, მე კი ზამთარში წავიკითხე ის. ეს არის წიგნი ფრანგ მწერალ- პიერ სონაჟზე, რომელიც თავს იკლავს (სპოილერი არ გეგონოთ, პირველ თავშივე ხდება). 
მოკლედ პიერი თავს იმის იმედით იკლავს, რომ ამით უფრო პოპულარული გახდება. სუიციდიც სუიციდია, მაგრამ პიერი მწერლების ჯოჯოხეთში ხვდება.
ჰმმ... რას შეიძლება ეწოდოს მწერლების ჯოჯოხეთი? ესაა ადგილი, სადაც მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათი დაწერილი წიგნები ტანჯავდნენ თავიან მკითხველს.
ჯოჯოხეთში ვერ იტყვით, რომ ცხოვრება "დუღს", მაგრამ პიერის მოსვლით იმდენად საინტერესო ხდება, რომ წიგნის ხელში აღებისას მისი გაშვება შეუძლებელი. 
პიერი განაჩენის მოლოდინშია, თუმცა ამასობაში სიუჟეტი იხლართება.
მოკლედ წაიკითხეთ ეს წიგნი და დამიჯერეთ ძალიან კმაყოფილი დარჩებით, როგორც რეცენზიაში წერია "ბესტსელერი" თავს თუ არა დროს ნამდვილად არ დაგაკარგვინებთ!

______
წიგნის პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ. (ძალიან ენამოსწრებული ავტორია).

No comments:

Post a Comment

კომენტარი