Tuesday, 21 July 2015

განსხვავებული და გამოასკეტებული ბლოგერი მომავლის ჩიკაგოში

ბოლო დროს რომ გამომცემლობებმა აქტიურად დაიწყეს YA ჟანრის წიგნების თარგმნა-გამოცემა, ეს თვალსაჩინოა ყველა წიგნის მაღაზიაში.
განსხვავებული- სახელი თითქოს არაფერს ამბობს, განსხვავებით ყდისგან. ამ წიგნზე არაფერი გამეგო შარშან ზაფხულამდე, როცა მთარგმნელ ნინო შეყილაძის გვერდზე აღმოვაჩინე, რომ ეს წიგნი მან თარგმნა და მალე გამოიცემოდა.
მოლოდინი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ყველა მოელოდა: გამომცემლობა "სიესტამ" გადაწყვიტა ჩვენთვის დაეწყვიტა ნერვები.
რამოდენიმე თვის წინ გამოვიდა ეს წიგნი და მინდა გითხრათ რომ უბრალოდ შესანიშნავია!
წიგნის მთავარი გმირია 16 წლის ბეატრისი, რომელიც მომავლის ჩიკაგოში ცხოვრობს. წესრიგისათვის დიდი ხნის წინათ ხუთი ფრაქცია ჩამოაყალიბეს:

– ისინი ვინც ყველაფრის მიზეზად აგრესიას მიიჩნევდნენ ჩამოაყალიბეს მეგობრულობა.
– ისინი ვინც ყველაფერს უცოდინრობას აბრალებდნენ შექმნეს ერუდიცია. 
– ისინი ვინც ყველაფრის მიზეზად ორპირობასა და ტყუილს მიიჩნევდნენ ჩამოაყალიბეს გულწრფელობა. 
– ისინი ვინც ბოროტებას ეგოიზმში ხედავდნენ შექმნეს ასკეტობა. 
– ისინი ვინც ბოროტებას ლაჩრობას აბრალიდნენ ჩამოაყალიბეს შეუპოვრობა*


ყოველ წელს, ყველა 16 წლის მოზარდი ირჩევს რომელიმე ფრაქციას, სადაც სამუდამოდ მოუწევს ყოფნა; გადაწყვეტილების მიღებაში მათ ტესტი ეხმარებათ, თუმცა ბეატრისის ტესტის პასუხი მოულოდნელია, ისევე როგორც მისი შემდგომი გადაწყვეტილება.
პასუხს ბეატრისი (შემდგომში ტრისი) საიდუმლოდ ინახავს, რადგან იცის, რომ მისი გამხელით მოკვდება.
ვერონიკა როთის შესანიშნავი ტრილოგიის წარმატება სწორედ რომ პერსონაჟების მრავალფეროვნებასა და სიუჟეტის არაორდინალურ განვითარებაშია.
მაშ ასე, წაიკითხეთ და ისიამოვნეთ!
________

*- ტექსტი აღებულია მთარგმნელ ნინო შეყილაძის გვერდიდან

1 comment:

  1. როგორ უნდა გავაკეთო ბლოგი??

    ReplyDelete

კომენტარი