რატომღაც მიყვარს ხოლმე როდესაც წიგნის კითხვის მომენტს აღვწერ. თუმცა კითხვასაც გააჩნია: არსებობს წიგნები, რომლებსაც რობოტივით უგრძნობად კითხულობ, თუმცა არსებობს წიგნები, რომლის ყოველი წინადადების წაკითხვა განსაკუთრებულ გრძნობას გიღვიძებს გულში. ასეთი წიგნია მეთვრამეტე საუკუნის მწერლის ემილი ბრონტეს "ქარიშხლიანი უღელტეხილი".
ეს ძალზედ ცნობილი წიგნი ერთადერთი რომანია, რომელიც ემილიმ შექმნა. ემილის წერის სტილი რაღაცით ჰგავს აგრეთვე მასავით ცნობილი დის- შარლოტა ბრონტეს სტილს, თუმცა გარდა სიყვარულისა მისი კალამი სხვა მრავალი თემის გარშემო ტრიალებდა.
ზამთრის მიწურული იყო, თუმცა როგორც ყოველთვის დიდი თოვლი იდო და ძლიერი ყინვა იყო. მეც კითხვის გარდა სხვა საქმე არ მქონდა. ოჯახის ბიბლიოთეკაში ვეძებდი რაიმე განსხვავებულ წასაკითხს, თუმცა ჩემი ყურადღება არა განსაკუთრებულ გარეკნიანმა წიგნმა, არამედ სადა, უბრალო ნაცრისფერ-ყდიანმა წიგნმა მიიპყრო. გასაკვირიც ესაა: მისი სახელი ხომ ადგილის დასახელების გარდა არაფერს მეუბნებოდა?!
სავარძელში მოკვალათდი და წიგნის კითხვა დავიწყე. განსაკუთრებულად არ ჩავთვალე თავდაპირველად და უბრალო, მსუბუქ რომანტიკად მივიჩნიე, თუმცა შევცდი. მომდევნო თავების განმავლობაში წიგნის ფურცლები დიდი გრძნობით მითხრობდა ერთ ქალზე შეყვარებული ორი განსხავებული ბიჭის ამბავს.
კეტრინ ერნშოუს უცნაური არჩევნის გაკეთება უწევს ედგარ ლინტონსა და ჰითკლიფს შორის. მთელი წიგნის განმავლობაში მთხრობელი ელენ დინი (ნელი) აღწერს მისივე თვალით ნანახ ორი თაობის საოცრად საინტერესო ამბავს. ედგარისა და ჰითკლიფის მტრობას მათივე შთამომავლები აგრძელებენ, თუმცა სწორედ ისაა საქმე რომ ისინი ნათესავები არიან: ახლა უკვე ახალგაზრდა კეტის, ედგარისა და კეტრინის შვილს უწევს არჩევნის გაკეთება მისივე ბიძაშვილ ჰერტონსა და მამიდაშვილ ლინტონს შორის, რომელიც ჰითკლიფის შვილია.
საოცრად ჩახლართული ამბავი ადვილად მოგხიბლავთ და წიგნს მიგაჯაჭვავთ, ბოლოს კი გაგიჩნდებათ კითხვა: "ღირდა, კი?!"
ეს ძალზედ ცნობილი წიგნი ერთადერთი რომანია, რომელიც ემილიმ შექმნა. ემილის წერის სტილი რაღაცით ჰგავს აგრეთვე მასავით ცნობილი დის- შარლოტა ბრონტეს სტილს, თუმცა გარდა სიყვარულისა მისი კალამი სხვა მრავალი თემის გარშემო ტრიალებდა.
ზამთრის მიწურული იყო, თუმცა როგორც ყოველთვის დიდი თოვლი იდო და ძლიერი ყინვა იყო. მეც კითხვის გარდა სხვა საქმე არ მქონდა. ოჯახის ბიბლიოთეკაში ვეძებდი რაიმე განსხვავებულ წასაკითხს, თუმცა ჩემი ყურადღება არა განსაკუთრებულ გარეკნიანმა წიგნმა, არამედ სადა, უბრალო ნაცრისფერ-ყდიანმა წიგნმა მიიპყრო. გასაკვირიც ესაა: მისი სახელი ხომ ადგილის დასახელების გარდა არაფერს მეუბნებოდა?!
სავარძელში მოკვალათდი და წიგნის კითხვა დავიწყე. განსაკუთრებულად არ ჩავთვალე თავდაპირველად და უბრალო, მსუბუქ რომანტიკად მივიჩნიე, თუმცა შევცდი. მომდევნო თავების განმავლობაში წიგნის ფურცლები დიდი გრძნობით მითხრობდა ერთ ქალზე შეყვარებული ორი განსხავებული ბიჭის ამბავს.

საოცრად ჩახლართული ამბავი ადვილად მოგხიბლავთ და წიგნს მიგაჯაჭვავთ, ბოლოს კი გაგიჩნდებათ კითხვა: "ღირდა, კი?!"
No comments:
Post a Comment
კომენტარი