დიდხანს ვფიქრობდი, თუ რომელ წიგნზე დამეწერა პირველი
რეცენზია. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ავარჩიე „ჰარი პოტერი“- ეს
იყო პირველი წიგნი, რომელმაც წიგნების სამყაროში მამოგზაურა და შემაყვარა კითხვა.
მეოთხე კლასელი ვიყავი, როდესაც სკოლის ბიბლიოთეკარმა
ბავშვებს წიგნების არჩევა და გამოწერა შემოგვთავაზა. ვერ ვიტყვი, რომ აქამდე წიგნები
არ მიყვარდა, თუმცა აქტიური მკითხველი არ ვყოფილვარ. ასე რომ რაღაც ფიქრით ბიბლიოთეკაში
წავედი.
უინტერესოდა ვათვალიერებდი წიგნებს და ერთი მეორის მიყოლებით
გვერდზე ვაწყობდი. აი ზარიც დაირეკა თუმცა მე მაინც წიგნების თაროსთან ვდგავარ და წიგნებს
ვაწყობ.
-გაკვეთილი დაიწყო უკვე, გიორგი,- მშვიდად მითხრა ბიბლიოთეკარმა.
-დიახ, დიახ, -ვუპასუხე აჩქარებულმა,- უკვე ვიპოვე.
სინამდვილეში არაფერიც არ მეპოვა, ამიტომ პირველივე
ხელში მოხვედრილ წიგნს ხელი ჩავავლე და გაკვეთილზე წავედი. მთელი გაკვეთილის განმავლობაში
მოუმენლად ვცმუკავდი და წიგნს ხელს ვერ ვუშვებდი, რომელსაც მომხიბვლელი გარეკანი ჰქონდა:
უცნაურ ფრინველზე შემსხდარი გოგო-ბიჭი. ალბათ მიხვდით, კითხვა „აზკაბანის ტყვით“ დავიწყე.
საღამოთი დავჯექი წიგნის წასაკითხად და აღვფრთოვანდი!
საოცარმა ისტორიამ ისე გამიტაცა რომ ძალიან მალე მოვრჩი და მასზე ინფორმაციის მოძიება
ვცადე. გავიგე რომ ეს მესამე წიგნი ყოფილა, ამიტომ სერიის კითხვა პირველიდან დავიწყე.
წიგნი საოცრება იყო ნამდვილად. ჯადოსნური ამბები მე
პატარაობიდან მიყვარდა. ბევრი ფილმი მქონდა ნანახი, ბევრიც ჩემი ძმისგან გაგონილი თუმცა
ამის მსგავსი არცერთი!
ესაა წიგნი უზომო სიყვარულზე: დედობრივ სიყვარულზე,
მეგობრულ სიყვარულზე. ესაა წიგნი საოცრებებზე. საოცრებებზე, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი
ცხოვრების შეცვლა. შეცვლა ისე, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა.
ასე რომ, თუ ჯერ არ წაგიკითხავ წაიკითხეთ საოცარი ამბები
სამ მეგობარზე და გაერთეთ!
No comments:
Post a Comment
კომენტარი