მკითხველების უმრავლესობას კითხვის პროცესის წარმოდგენაც კი სიამოვნებას ანიჭებს, არათუ მისი განხორციელება. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ყოველდღიურობიდან გამომდინარე, განსხვავებული კითხვის რუტინა აქვს. მე მინდა, ჩემსაზე მოგითხროთ.
უნდა ვაღიარო, ხშირად მავიწყდება წიგნის სიუჟეტი, პერსონაჟები, მაგრამ არასდროს- ემოციები, რომელიც კითხვისას მივიღე. ნებისმიერი წიგნი წელიწადის დროსთან ასოცირდება ჩემში- იმ დროსთან, როცა წავიკითხე. მაგალითად, "ბიულერბიელი ბავშვები" და "ლიონბერგელი ემილი" თოვლიან და ქარიან ზამთარში წავიკითხე, ამიტომ ამ წიგნების გახსენებისას პირველი, რაც მაგონდება თბილი საწოლი და საბნიდან ამოჩრილი გაწითლებული ხელებია. აი, როცა "კარლსონს" ან "ჩვენც სალკროკელები ვართ" გადავშლი, ცხვირში მეცემა აყვავებული ხეების სურნელი და ღია ფანჯრიდან მონაბერი ნიავი, თუნდაც შემოდგომა იყოს.
ამ მაგალითით მინდოდა მეჩვენებინა, როგორ იბეჭდება ჩვენს გონებაში კითხვის მომენტები და ემოციები: გულწრფელი სიცილი, ძარღვებში სისხლის გამყინავი შიში და ზოგჯერ, სიძულვილიც.
რამდენიმე წლის წინ ვერ დავიჯერებდი, რომ ისეთი პერიოდი შეიძლება დამდგარიყო, როცა თავისუფალ დროს ვერ გამოვნახავდი, თუმცა დიდი ხანი არ დამჭირვებია ამ მწარე სიმართლეში დასარწმუნებლად.
მოკლედ, რეჟიმის შეცვლამ და ცოდვა გამხელილი სჯობს- კომფორტის სიყვარულმა მაიძულა, ფიზიკურ წიგნებთან ნაკლები დრო გამეტარებინა და მე- ფურცლებიანი, მტვრიანი და სიძველის სუნიანი წიგნების მოყვარულს ჯერ ქინდლი, შემდეგ კი ტელეფონი და ტაბლეტი ამაღებინა ხელში.
ქინდლი რომ კაცობრიობის უდიდესი და ბრწყინვალე გამოგონებაა, ამაში მისი მოხმარებიდან ერთ კვირაში დავრწმუნდი. "იკითხეთ ყველგან და ყოველთვის, თბილად და გრილად, კომფორტულად და გემრიელად"- ეს გახლავთ მერვე საოცრების ჩემეული შეფასება. ქინდლი (უფრო, კონკრეტულად kindle paperwhite, რომელიც მე მაქვს) დამაქვს თითქმის ყველგან, სადაც მივდივარ. მოსახერხებელი, თხუთმეტსანტიმეტრიანი მოწყობილობა, რომელიც ათასობით წიგნს იტევს, იმდენად მცირე ადგილს იკავებს, რომ შეიძლება, ითქვას, არც იკავებს. მას აქვს განათება, თანაც ისეთი, თქვენ რომ შეგიძლიათ აკონტროლოთ და იკითხოთ ღამით. ტაბლეტისგან და ტელეფონისგან განსხვავებით, არ ირეკლავს შუქს და თავისუფლად შეგიძლიათ იკითხოთ მზიან დღეებშიც დღის სინათლეზე. თავად შეგიძლიათ დაარეგულიროთ შრიფტის ზომაც. მისი ეკრანი კი ქმნის უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე ნაბეჭდის ტექსტის ეფექტს და იგი სრულიად არ აზიანებს თქვენს მხედველობას. კარგი რამეა, რა.
კიდევ ერთი მოწყობილობა, რომელსაც კითხვისთვის ვიყენებ- ჩემი ტელეფონია. Saba reader-ის ანდროიდის ვერსიით ვკითხულობ ელექტრონულ წიგნებს (უმეტესად, ქართულს), რომელიც "საბას" საიტზეა განთავსებული და ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით გამოსადეგი ეს აპლიკაცია მგზავრობის დროსაა. ყოველდღიური, დამღლელი მგზავრობა შეგიძლიათ გახადოთ უფრო საინტერესო და შემეცნებითი, მით უმეტეს, თუ მეტროს ხშირი მგზავრი ხართ.
დაბოლოს, ზაფხულია და ვინაიდან და რადგანაც, წელსაც სახლის აივნით შემოიფარგლება ჩემი დასვენება, ფიზიკური წიგნებიც არაა ცუდი საკითხავი. ეროვნულების მერე ვაპირებ ნაფესტივალარი და მთელი წლის დაგროვილი წიგნების წაკითხვას დარჩენილ თვენახევარში. ვგონებ, ძალიან საინტერესო ზაფხული მელის. დიდი იმედი მაქვს, თქვენც. ♥